წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და Pilgrim Georgia-ს შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენ მიერ ვებ-გვერდიდან მიტანის სერვისის გამოყენებას.

პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც კომპანია თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს მუშავდება წინამდებარე წესებში განსაზღვრული კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.

pilgrim.com.ge-ს გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით pilgrim.com.ge-ს კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

pilgrim.com.ge-ს გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით pilgrim.com.ge-ს ნივთის დაბრუნების/შეცვლის პოლიტიკას.

ყველა კლიენტი , რომელსაც სურს pilgrim.com.ge -ზე აირჩიოს ნივთი და ადგილზე მიტანის სერვისით ისარგებლოს, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები. pilgrim.com.ge -ის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე.

  1. ტერმინთა განმარტება

1.1. წინამდებარე პირობებში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:

გამოყენების წესები – აღნიშნავს წინამდებარე წესებს, ნებისმიერ სხვა წესთან ან/და პირობასთან ერთად, რომელსაც ეს გამოყენების წესები შესაბამისი მითითებით მიიჩნევენ ამ წესების ნაწილად და რომლებიც არეგულირებენ კლიენტისა და გამყიდველის ურთიერთობის გამოყენების საკითხებს, მათ შორის, დაკავშირებულს ნებისმიერ შინაარსთან, ფუნქციასთან და მომსახურებასთან, რომელიც შეთავაზებულია ვებ-გვერდზე;

ვებ-გვერდი – pilgrim.com.ge-ს ან ფეისბუქის გვერდს, რომლის მეშვეობითაც ხდება მომსახურების შეთავაზება;

კლიენტი – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და სურს pilgrim.com.ge-ს პლატფორმის საშუალებით შეიძინოს პროდუქცია;

მომხმარებელი, მომხმარებლები – კლიენტი, რომელიც pilgrim.com.ge-ზე ან ფეისბუქ გვერდზე ეთანხმება წინამდებარე წესებს ან/და აწარმოებს კომუნიკაციას კომპანიასთან;

მხარეები – კომპანია და მისი მომხმარებლები ერთობლივად;

ოპერაცია – მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშთან ან/და მომსახურებებთან დაკავშირებით განხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია.

ხელშეკრულება – მომხმარებლებსა და pilgrim.com.ge-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს და მის დანართებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

  1. განცხადებებიდა გარანტიები

2.1 წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ:

2.2. არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი ან სრულწლოვანი ფიზიკური პირი.

2.3. გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს delfosgroup.ge-ს ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;

2.4. მომხმარებელს აქვს სრული უფლებამოსილება იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს და შეასრულოს ამ პირობებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებითა და განაცხადებით გათვალისწინებული ვალდებულებები;არაუფლებამოსილი პირის მიერ პროდუქციის შეძენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი თავად მიიჩნევა შემძენად (მომხმარებლად).

2.5. გაეცნო პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;

2.6. მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი;

2.7. მომხმარებელი არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში);

2.8. ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან.

2.9. მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული pilgrim.com.ge-ს ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ pilgrim.com.ge-სთვის წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული;

2.10. იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს წინამდებარე დოკუმენტით ნაკისრ ვალდებულებებს;

2.11. თანახმაა, შეკვეთის დაფიქსირებიდან ხელშეკრულების შეწყვეტამდე ლეგიტიმური მიზნით, pilgrim.com.ge-მ მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი აუცილებელი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები.

2.12. მომხმარებელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს info@pilgrim.com.ge –ზე ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა;

2.13. pilgrim.com.ge ხელშეკრულებას დებს ამ პირობებში მოცემულ განცხადებებსა, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და თვლის მათ ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია pilgrim.com.ge-ს მიერ ხელშეკრულებით და პირობებით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი მომსახურების გაწევაზე ცალმხრივი უარის სათქმელად.

  1. com.ge-სადა მომხმარებელს შორის ანგარიშსწორება

3.1. კლიენტს შეუძლია ანგარიშსწორება განახორციელოს უნაღდო ანგარიშსწორების წესით, რაც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობას.

3.2. კომპანია მომხმარებლებს უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდისას წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრაში მხარდაჭერას გაუწევს კლიენტთა მომსახურების ცენტრის მეშვეობით.

3.4. მყიდველი ანგარიშსწორებას ახდენს უნაღდო ანგარიშსწორების გზით, VISA International, MASTERCARD International ან American Express (AMEX)-ის პლასტიკური ბარათების გამოყენებით ან კომპანიის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით.